XXI საუკუნის '' პერედვიჟნიკები''

     
 
Main Page

 


Melnikov Ivan, Two 2005 წ. ჩამოყალიბდა მხატვართა გაერთიანტბა ''პერედვიჟნიკები '' ს. პეტერბურგში , რომელიც მიზნად ისახავს რუსული ხელოვნების საუკეთესო ტრადიციების აღორძინებას .როგორც ცნობილია XIX ს. მხატვართა გაერთიანება ''პერედვიჟნიკების'' წარმომადგენლები იყვვნენ პეროვი, კრამსკი, შიშკინი მიასოედოვი რეპინი და სხვები. თანამედროვე პერიოდის ''პერედვიჟნიკები'' გავს თავიანთ წინამორბედთ ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით, აგრეთბე გვთავაზობენ დროში შემოწმებულ მხატვრულ კონცებციებს ახლობელს '' მსოფლიო ხელოვნების ''რუსი მხატვართა კავშირის'' მოგვიანებით სხვადასხვა გაერთიანებასთან და მიმართულებასთან. თანამედროვე გაერთიანების გამოფენების თვით მიზანს არ წარმოადგენს სტილი და მისი სახესხვაობა, არამედ დამოკიდებულება ცხოვრებასთან თავისი აგიოგრაფიული მნიშვნელობით , რომელიც იყო დამახასიათებელი XIX ს. ''პერედვიჟნიკებისათვის''. განსხვავებულ თვისებას წარმოადგენს ძებნა და ჩვენება ისეთი ნამუშევრების რომელშიც ნათლად არის გამოხატული რუსული ხელოვნების გუმანიზმი .

მეორე დამახასიათებელ თვისებას წარმოადგტნს მუშაობა დამთვალიერებელთან, რათა მან შეძლოს ხელოვნების , როგორც ესტეტიკური , შინაარსობრივი და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თვისებების აღქმა. გაერთიანების მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს შედარებით მაღალი ღირებულების ნამუშევრები, არა იშვიათია შემთხვევა როცა ისინი მიუღებელი ხდებიან ამათუიმ გამოფენისთვის,

ასეთი დამოკიდებულებით გაერთიანების ხელმძღვანელები უნარჩუნებს ინტერესს მხატვრებს , შინაარსობლივი ხელოვნებისადმი და იცავს მათ მოდის მერყეობისაგან . სხვადასხვაა წერის მანერით და ხასიათით: ვადიმ გუბინი, ვასილ ბრატანიუკი, ანტონინა კრივიჩანინა, გენადი გუბანოვი, თინა ზარანდია-კუტალია, იური ბელაზერსკი და სხვათა ნამუშევრები, მაგრამ მათ აერთიანებთ საოცრად თბილი დამოკიდებულება გარემოსთან, რაც ასე ახლოს არის რუსულ სულიერებასთან. იური ბელაზერსკი საინტერესოა, როგორც პორტრეტისტი. ასევე მისი ძიების ხერხები მეტად მრავალფეროვანი და განსხვავებულია. მოქანდაკეების: ოლგა ივაშოვის, ალექსანდრე მოლევის და ვიაჩისლავ ულანოვის მიერ შექმნილი სახეები მრავალფეროვანია როგორც თემატურად ასევე შესრულების მანერით. ოლეგი ტატარნიკოვი აგრძელებს ტატარნიკოვების დინასტიას პეეტერბურგში. თავის შემოქმედებაში ცხოველთა მრავალფეროვნებას ასახავს რუსეთის გამოჩენილი მოქანდაკე ნოვიკოა ვ. მ. ის ქმნის სახეებს სადაც იგრძნობა არა მარტო შიშველი მზგავსება არამედ დიდი სიყვარული ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს მიმართ . ვასილი ბრატანიუკი ნაყოფიერად მუშაობს ჟანრობლივი ხასიათის ტილოებზე . მისი შემოქმედება ბალეტის თემაზე , რომელშიც გამოსახულია კონკრეტული პერსონაჟები, მაყურებელს უქმნის მათთან სიახლოვის განცდას .ბ. სემენოვი ვალერი გერგევის პორტრეტით ქმნის სრულიად განსხვავებულ ურთიერთ გამომრიცხავ სახეს. სურათი ''ჩაფიქრება'' შესრულებული ''ბრატ-ვასილის'' მიერ, იქცევს მნახველის ყურადღებას და ეხმარება სულიერების თავისებურ აღქმაში. ასევე საინტერესოა ცნობილი პეტერბურგელი მხატვრისა და პედაგოგის ოლეგ ერემეევის

ნამუშევრები, პეიზაჟის ღრმა ფერწერული სივრცის წარმოსახვით. გამოფენიდან ფამოფენამდე იზრდება მხატვართა რიცხვი და იხვეწება გამოფენის ხარისხი. ცნობილი მოსკოველი ფერმწერის ე. ა. უსტინოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ა. ბახრუშინის სახელობის გალერეა-მუზეუმში. განსაკუთრებული სიფრთხილით ეხება მხატვარი ევგენი უსტინოვი პუშკინის თემას.

ნამუშევრების უმეტესობა შესრულებულია პეტერბურგელი და მოსკოველი ავტორების მიერ , რომლებმაც ი. ე. რეპინის სახელობის , ფერწერის, სკულპტურისა და არქიტექტურის ინსტიტუტის, ვ. ი. სურიკოვის სახელობის ინსტიტუტის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის, ვ. ი. მუხინის სახელობის უმაღლესი საწარმოო სამხატვრო სასწავლებლის, ვ. სეროვის სახელობის პეტროვის მეცნიერებისა და ხელოვნების სასწავლებლის და სხვა კულტურის დამსახურებული კერის სკოლა გაიარეს. ასევე ექსპოზიციაში არის რუსული ფერწერული სკოლის გამოჩენილი პედაგოგების ნამუშევრები. გაერთიანება გახსნილია ყველა ეროვნების მხატვრებისთვის .მისი წევრები არიან რუსები, უკრაინელები, ქართველები,ბელარუსები და სხვები , რომელნიც ახლოს არიან რუსულ კულტურასთან , ღებულობენ, იცავენ და აგრძელებენ რუსული და მსოფლიო ხელოვნების ოსტატების საუკეთესო ტრადიციებს. თინა ზარანდია- კუტალიამ არა ერთხელ წარმოადგინა რუსული ხელოვნების ინტერესი როგორც რუსეთში ასევე საზღვარგარეთ. თინა ზარანდია-კუტალიას ექსპოზიციაში შემოაქვს ქართული კოლორიტი და სითბო, ნამუშევრით ''მარტოხელა'', რომელიც მაყურებელს გულგრილს არ სტოვებს.

გაერთიანების გამოფენები მრავალ ფეროვანია თემის, ფორმის და შინაარსის მიხედვით. გაერთიანება თანამშრომლობს თეატრთან. გამოფენები ეწყობა სხვადასხვა ქალაქების გალერეებში, მუზეუმებში და მოგზაურობით გემზე, რომლის მარშრუტია ვობორგიდან ასტრახანამდე. დაგეგმილია გამოფენა გროზნოში და კამჩატკაში.

გაერთიანება ჩამოყალიბებულია გამოფენაში მონაწილე გენადი გუბანოვის, იური ბელაზერსკის და ვალერი ვიბარჟანინის მიერ. XXI ს. ''პერედვიჟნიკებისათვის'' მისაღებია ყველაფერი ის რაც ავლენს ნაციონალურ კულტურას, ეს იქნება ფერწერა, ქანდაკება გრაფიკა, თეატრალური ხელოვნება თუ მუსიკა.

გაერთიანების საქმიანობა რეგლამენტირებულია უსტავით.

გაერთიანების თავმჯდომარე: ვალერი ვიბარჟანინ.
All right reserved (C) 2006-2010